სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.09.2019

     (რეზონანსი)მთავრობის მაღალჩინოსნების ქონებრივ დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, შეიძლება დაზუსტებით ვთქვათ, რომ ისინი საკუთარი შვილებისთვის საჯარო სკოლას იშვიათად ირჩევენ და ძირითადად კერძო სკოლებს მიმართავენ. ეს მომსახურება მათ საკმაოდ ძვირი უჯდებათ, გადასახადი კი ასევე ხშირად არა ეროვნულ ვალუტაში, არამედ აშშ დოლარში ან ევროშია გამოხატული.

    საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ბოლოს დეკლარაცია 2019 წლის 30 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში შეავსო. ამ დეკლარაციაში მან 2018 წლის მონაცემები შეიტანა. პრემიერს შვილის სწავლის საფასურის სახით გასულ წელს 5 220 ევრო გადაუხდია, იგივე თანხა აქვს მას მითითებული წინა წლების მონაცემებშიც. ამავე დეკლარაციაში მითითებული თარიღების მიხედვით პრემიერის შვილი სკოლის მოსწავლეა.

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ კი, გასულ წელს სკოლის ასაკის სამი შვილის სწავლისთვის 7000 ევრო გადაიხადა. ამის შესახებ მან ქონებრივ დეკლარაციაში ჩაწერა. რომელ სკოლაში სწავლობენ მინისტრის მოადგილის შვილები, კახაბერ საბანაძის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.

    2000 გირვანქა-სტერლინგი შეიტანა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გასულ წელს შვილის, ნატა ხატიაშვილის ანგარიშზე. ეს დეკლარაცია მინისტრმა 2019 წლის 31 იანვარს შეავსო და 2018 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდს ასახავს. წინა წლის დეკლარაციის მიხედვით კი [2017 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდი] ცქიტიშვილმა შვილის ანგარიშზე თანხა სამჯერ შეიტანა. ამ შენატანმა ჯამში 59 000 დოლარი და 7407 გირვანქა-სტერლინგი შეადგინა. გარდა ამისა, მან დანახარჯებში ცალკე მიუთითა 8 316 ლარი, როგორც ნატა ხატიაშვილის სწავლის ღირებულების თანხა.

    მაია ცქიტიშვილის შვილი სავარაუდოდ სტუდენტია.

    3 524 ევრო მიუთითა ორი შვილის სწავლის წლიურ საფასურად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 2019 წლის 31 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში. მან დეკლარაციაში ჩაწერა ისიც, რომ შვილებს გერმანულ სკოლაში ასწავლის.

    წყარო:commersant.ge

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (17.09.2019)
    ეს გახრწნილი დედაკაცი, უყურებს ვიდეოს, სადაც ახალგაზრდებს კლავენ, თვალებს თხრიან და ეს არშემდგარი ქალუკა, რომელსაც შეიძლება შვილიც ჰყავს იცინის. თქვე დედა აფეთქებულო ქოცვირთხებო, მსგავსი მიშას რომელიმე მინისტრს, რომ ექნა, მთელი საქართველო ქუჩაში გამოვიდოდა. ეხლა რა უბედურება გჭირთ მონებო და მლოკავებო, როგორ ყველაფერს უდრტვინველად ხვდებით. როგორ უნდა დაწყევლო ეს დედაკაცი, ამის შვილებია ცოდო, მაგრამ გეკითხებით ამ უზნეო ქალს აქვს უფლება ვიცეპრემიერი ერქვას?? მიპასუხეთ გაყიდულო ქოცვირთხებო!

    tatoo   (16.09.2019)
    ო და მერე ეს თაობა მოვაა გაკვალულ გზაზე და ყველაფერი ზველებურად იქნებააა


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×