სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.09.2019

     (რეზონანსი)ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე, სადაც ახალგაზრდა ქალისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები აღმოაჩინეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

    ადგილზე იმყოფებიან „სოკარ-ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები. მათ ბინაში შესვლის საშუალება ჯერ არ მიეცათ, რადგან შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

    მეზობლები ვარაუდობენ, რომ უბედური შემთხვევა დღეს მოხდა, რადგან ახალგაზრდა ქალი გუშინ ნახეს. მათი თქმით, ზესტაფონში ის ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელი დიმიდან მცირეწლოვან შვილებთან ერთად ნაქირავებში სამი კვირის წინ გადავიდა.

    ადგილზე იმყოფება იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. მისი განცხადებით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვალება ბუნებრივი აირის ნამწვმა გამოიწვია.

    შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×