რეზონანსი
16.09.2019

 (რეზონანსი) საჩხერის კულტურის სახლის თანამშრომლის რუსუდან გელბახიანის ვიდეო, რომელზეც ის ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებს, სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა.

ინციდენტი „პატრიოტთა ალიანსის" მიტინგზე მოხდა, რომელიც აშშ-ის საელჩოსთან იმართებოდა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დირექტორი ონისე ჭიღლაძე ამბობს, რომ ამ ვიდეოს შესახებ იცის და ეს „ნამდვილად არასასიამოვნო შემთხვევაა", თუმცა რუსუდან გელბახიანის გათავისუფლებას არ აპირებს, რადგან ამის უფლება არ აქვს.

კითხვაზე გამოუწერენ თუ არა შენიშვნის სახით ოქმს, საჩხერის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დირექტორი ამბობს, რომ ეს კარგი იდეაა და შეიძლება ამის გაკეთება.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×