სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.09.2019

     (რეზონანსი) „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია „მატროსოვის" ციხეში ირაკლი ოქრუაშვილს მოინახულებს.

    ხოშტარიას განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს კომუნიკაცია 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ადამიანებთან.

    „მე რეგულარულად დავდივარ ყველა პატიმართან, რომელიც დაკავებულია „გავრილოვის ღამის" მოვლენებთან დაკავშირებით. ისინი არიან მოქალაქეები, საერთოდ არ არიან პარტიულები. მთლიანად ეს არის საქმე, რომელიც მეტყველებს ჩვენს ქვეყანაში უკანონობაზე და ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად მქონდეს ურთიერთობა ამ პატიმრებთან. ეს ის თემაა, რომლის წინააღმდეგაც აუცილებლად ვაპირებ ბრძოლას.

    ეს არის მთავარი მოტივაცია და ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი სხვა პარტიას წარმოადგენს, განსხვავებული პოლიტიკური და პარტიული პოზიციები გვაქვს, საჭიროდ ვთვლი, რომ როგორც პატიმარი ამ აბსურდული ბრალდებით, მოვინახულო და მოვიკითხო. რადგან „მატროსოვზე" მხოლოდ ირაკლი ორუაშვილია, დღეს აქ შევდივარ, ცოტა ხნის წინ ვიყავი გლდანში და ყველა დანარჩენი მოვინახულე", - განაცხადა ხოშტარიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (16.09.2019)
    ელენე სუფთა და მანდვილი პატრიოტი ხარ! უბრალოდ მიკვირს, როგორ ჩერდები იმ პარტიაში სადაც ჩერგოლეიშვილია ყველაფრის განმსაზღვრელი. სხვა თუ არაფერი სამარცხვინოა ამ ქალის საქციელი, რომელიც მუდმივად ებრძვის მიშას და გაერთიანებულ ოპოზიციას,რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ბოკერიასი და რამდენიმე სულით მდაბალი ადამიანის - ბიძინას სატელიტობას.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×