რეზონანსი
16.09.2019

 (რეზონანსი) ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, აკი ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს კომოსუბი ენდოს შეხვდა, ჰენკას ჰატაკიკომიც მიაყოლა და იაპონელ ფალავანს მოუგო.

ეს ტოჩისთვის მე-4 გამარჯვება იყო 5 მარცხის წილ და ისევ ინარჩუნებს დადებითი ბალანსის დაფიქსირების შანსს, რაც ოძეკის წოდების შენარჩუნებისთვის სჭირდება. ამისთვის ტოჩის კიდევ 4 გამარჯვების მოპოვება დასჭირდება.

ხვალ ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა ჩიოტაირიუს შეხვდება.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×