სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.09.2019

     (რეზონანსი) „საერთოდ ბევრ საოცარ რამეს ამბობს, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს ბატონი ხაზარაძე. წერილი, ოქმი... მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი. არ არის კარგი, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური სპეკულაციის საგანი", - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

    მამუკა ხაზარაზემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტიდან ბრიტანელი ინვესტორები გააქცია და ამის დამადასტურებელი ოქმიც არსებობს.

    მისი თქმით, ანაკლიას სჭირდება პასუხისმგებლიანი კერძო ინვესტორები, რომლებიც ქვეყანას არ ჰყავს.

    „ანაკლია არ ეკუთვნის ფიზიკურ პირს. ანაკლია, როგორც ღრმაწყლოვანი პორტი, ეკუთვნის ხალხს და ყველამ ცოტა უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. ანაკლიაზე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას სჭირდება პასუხისმგებლიანი კერძო ინვესტორები, რომლებიც, სამწუხაროდ, არ გვყავს. სახელმწიფო ყოველთვის უჭერდა და დაუჭერს მხარს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    შეახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ გუშინ თქვა, რომ გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში აშკარად ეწინააღმდეგებოდა ანაკლიის განვითარების გეგმას და ეს უცხოელ დიპლომატებთანაც არაერთხელ უთქვამს.

    მამუკა ხაზარაძის თქმით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ანაკლიის პროექტის კონტრაქტი გაწყდეს. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პროექტის ინვესტორები ოთახიდან გამოაგდო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×