რეზონანსი
15.09.2019

  (რეზონანსი) თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი" განცხადება გააკეთა. მისი თქმით, შეთანხმება უნდა შედგეს დამფინანსებელ ბანკებსა და სახელმწიფოს შორის.

"კონსორციუმი გააგრძელებს დავას, თუ ანაკლიის პროექტი არ დაიხურა. იმიტომ, რომ კონსორციუმმა პრაქტიკულად ყველანაირი პირობა შეასრულა და ამ პირობებს ჩვენ სახელმწიფოსთან წარვადგენთ დათქმულ ვადაში და დათქმულ დროს. უბრალოდ, კიდევ ვიმეორებ - ყველაფერი იქითკენ მიდის და ეს მიდის ბოლო 1 წლის განმავლობაში, რომ მიზეზი მოძებნონ, რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის საუბრები, რომ ჩვენ ანაკლიას მხარს ვუჭერთ, სახელმწიფო ააშენებს და ახალ ტენდერს გამოაცხადებს - ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ეს პროექტი გადაიდოს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×