რეზონანსი
15.09.2019

13 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეში მევიოლინე დევიდ გერეტმა კონცერტი გამართა და  ახალი ალბომით UNLIMITED –LIVE 2019 თავის თაყვანისმცემლებთან ერთად საკუთარი შემოქმედების 10 წელი აღნიშნა. 

დევიდმა ქართველი მსმენელისთვის სრულიად ახალ კომპოზიციებთან ერთად, შეასრულა უკანასკნელი ათწლეულის თავისი ყველაზე პოპულარული კომპოზიციები, როგორებიცაა: Smooth Criminal, Nothing Else Matter”, He’s a Pirate, Viva la Viva,Thunderstrck.

საღამოს სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია. გერეტმა სცენაზე მისი გულშემატკივარი გოგონა აიყვანა და სიმღერა მიუძღვნა, ორგანიზატორებისგან კი, დევიდს  სახსოვრად ქართული ნაციონალური სამოსი- ჩოხა გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ვირტუოზს  3 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული, 24 ოქროს და 16 პლატინის ჯილდო აქვს მიღებული ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, ჰონგკონგი, მექსიკა, სინგაპური, ტაივანი და ბრაზილია. მის პერფორმანსებზე მილიონობით ბილეთია გაყიდული.

პრაიმტაიმი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×