რეზონანსი
15.09.2019

 

დღეს ჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევა მოხდა. გარდაიცვალა 45 წლის კაცი, რომელიც კომპანია „ენ ეს გრუპის" თანამშრომელი იყო. კომპანია „ილიას უნივერსიტეტის" ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა.

კომპანიის დირექტორის თქმით, სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესები დაცული იყო და გარდაცვლილი კაცი თავად იყო სამუშაოების ერთ-ერთი მეთვალყურე.

„ის ჩემი არა მარტო თანამშრომელი, არამედ მეგობარიც იყო, მშენებლობაზე ყველაფერი წესრიგში იყო", -უთხრა „პრაიმტაიმს" კომპანიის დირექტორმა ლევან აბჟანდაძემ.

გარდაცვლილი თბილისში ცხოვრობდა, მას მეუღლე და შვილები დარჩა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×