რეზონანსი
15.09.2019

  ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის" ორგანიზებულ აქციაზე „პრაიმტაიმს" ერთ-ერთმა მომიტინგემ უთხრა, რომ რუსთავიდან ხალხი მოდიოდა და მათ გამოჰყვა, მაგრამ რისთვის არ იცის.

„რისთვის ჩამოვედი, არ ვიცი. ხალხი მოაგროვეს და მეც მათთან ერთად ჩამოვედი" - აცხადებს მომიტინგე.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა, ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ამის შემდეგ სიტუაცია შენობის გარეთ დაიძაბა. „ობიექტივის" ჟურნალისტმა რასმუსენის განცხადებები გააკრიტიკა და ამის შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა. ვითარების გასამუხტავად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×