რეზონანსი
12.09.2019

  „პატრიოტთა ალიანსის" ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ჩიტაძის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ამის საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს, რის გამოც მათ შორის შელაპარაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში შესვლა სცადეს, რასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები დევიდ კრამერის, "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებას ითხოვენ და ამერიკის საელჩოსათან აქციას აანონსებენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 10 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, "Now What?" ირმა ინაშვილი მივიდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ინაშვილს ღონისძიების ორგანიზატორები, მათ შორის კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, ამერიკელი ექსპერტი დევიდ კრემერი მოუწოდებდა დარბაზი დაეტოვებინა, თუმცა ინაშვილი მათ არ დაემორჩილა და ღონისძიებას დაესწრო.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×