რეზონანსი
12.09.2019

  პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციამ მასზე „მდარე შთაბეჭდილება დატოვა".

„ბიბლიურ-მისტიურ-ლირიული წარმოდგება ჰქონდა. ლელო, საქართველო, პოეზია - მეტს მოველოდი. მდარე შთაბეჭდილება დამრჩა, იმედია, განვითარდებიან", - განაცხადა დეპუტატმა.

​დღეს, 12 სექტემბერს მამუკა ხაზარაძემ თავისი საზოგადოებრივი მოძრაობის ლელოს პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაცია ანაკლიაში, ზღვის ნაპირზე გაიმართა. როგორც ხაზარაძე ამბობს, ორგანიზაციაში ის სხვადასხვა სფეროს 12-12 ლიდერს გააერთიანებს.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
თემო   (12.09.2019)
იღადავეთ ხო, მეტი რა გეხერხებათ)

lelo   (12.09.2019)
ai she kleo :-))))


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×