სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.09.2019

      ირაკლი ოქრუაშვილის თავისუფლებისთვის „გამარჯვებული საქართველოს" წევრები სასამართლოს და პროკურატურას 500 ათას ლარს სთავაზობენ. ამის შესახებ გურამ ჩალაგაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

    „გვაქვს ინფორმაცია, რომ 20 ივნისს დაკავებულ რამდენიმე ადამიანზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომ მათ თავისუფლების სანაცვლოდ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისცენ ჩვენება. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ივანიშვილის პირადი დაინტერესება. ამის ნათელ მაგალითს ჩვენ ვნახავთ სასამართლო პროცესზე.

    ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასამართლოს და პროკურატურას შევთავაზოთ მაღალი თანხა, 500 ათასი ლარის ოდენობით. მსგავსი თანხა გადახდილი აქვს მხოლოდ ბიზნესმენ ხაზარაძეს და ბატონ წერეთელს. ჩვენც ვთავაზობთ, რომ გადავიხადოთ ეს თანხა და გირაოთი გაათავისუფლონ ირაკლი ოქრუაშვილი", - განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა, გურამ ჩალაგაშვილმა.

    შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და ამჟამად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×