სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.09.2019

      მამუკა ხაზარაძის მოძრაობა „ლელო"-ს მხატვარი ქეთი მატაბელი და მხატვარი გია გუგუშვილი უერთდება.

    მათ შორის საზოგადოებრივ მოძრაობას მწერალი თეონა დოლენჯაშვილი, აგრეთვე ანა ნაცვლიშვილი, კახა კოჟორიძე შეუერთდნენ.

    გავრცელებული ინფორმაციით, შეთავაზების მიუხედავად, მოძრაობაში გაწევრიანებაზე უარი თქვა რამდენიმე ცნობილმა სახემ, მათ შორის პოეტმა დავით მაღრაძემ, თუმცა ეს ინფორმაცია ბადრი ჯაფარიძემ უარყო და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

    შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გამართა. სახელად კი მის მოძრაობას „ლელო"დაარქვა.

    მამუკა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლაში ილია ჭავჭავაძეც ახსენა და თქვა, რომ 112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძის მკვლელობა და დღეს, 12 სექტემბერს მისი მოძრაობის პრეზენტაცია დამთხვევაა

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×