რეზონანსი
12.09.2019

გოგი წულაია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ ადამიანებმა სწორი არჩევანის გაკეთება უნდა ისწავლონ, არჩევნების გზით. ერთ ძალაზე არ გადაირიონ და მრავალპარტიული პარლამენტი იყოს.

"ე.წ. მესამე ძალა უნდა ჩამოყალიბდეს და ადამიანებმა თავი დაანებონ იმან ფიქრს, ვინ და როგორ გადაარჩენს და რეალური არჩევანი გააკეთონ. ადამიანების გარეშე ეს არ მოხდება, ქვეყანა რევოლუციურ სიტუაციამდე არ უნდა მივიყვანოთ. ყოველ დილით ვლოცულობ, – ღმერთო, დღევანდელი დღე ისე გაატარებინე ამათ, რამე დიდი სისულელე არ გააკეთებინო–მეთქი, კიდევ აქციები არ დაიწყოს და რევოლუციამდე არ მივიდეთ–მეთქი. არჩევნების გზით, ადამიანებმა სწორი არჩევანის გაკეთება უნდა ისწავლონ, ერთ ძალაზე არ გადაირიონ, მრავალპარტიული პარლამენტი უნდა მივიღოთ.

ქუთაისში ნამდვილად ფიქრობდნენ, რომ ქალაქში ყველაფერი აგუგუნდებოდა, სამუშაო ადგილები გაჩნდებოდა, მაგრამ ახლა, ხელებატატებული იგინება მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამას ადგილობრივი თვითმმართველობები უწყობს ხელს თავისი ლენჩობით, კორუმპირებულობით, ღორობით, კომფორტის სიყვარულით. ეს მაღალი გამავლობის ჯიპები ამ ქუთაისში რად უნდათ, ვერ ვიგებ?! ყველაზე მაღალი და შედარებით გორიანი არის ე.წ. გორა და საფიჩხია. ზღვის დონიდან დაახლოებით 160 მეტრი. ნამუსი ხომ უნდა გქონდეს? როცა ამდენი პრობლემაა ქალაქში... სად იშტრიკენებს ქუთაისში ამ ჯიპით, ერთი ვანახავ", - ამბობს წულაია.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×