რეზონანსი
12.09.2019

17 წლის მოზარდის თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი ხანძარი გახდა. როგორც გარდაცვლილის მეზობელმა აღნიშნა, ყველაფერი სახლში გაჩენილი ხანძარს უკავშირდება. მოზარდი თავს დამნაშავედ გრძნობდა. 

„არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, საოცრად განათლებული, სულ კითხულობდა. მის თვითმკვლელობის მიზეზებს ვუკავშირებთ სახლში გაჩენილ ხანძარს. მწერებისგან დამცავი ელექტრომოწყობილობა აალდა და სახლში ხანძარი ასე გაჩნდა. ამ დროს მამა სამუშაოდ იყო, დედას უმცროსი ქალიშვილი სასკოლო ნივთების საყიდლად ჰყავდა წაყვანილი. მამა ვარაუდობს, რომ მშობლების მოერიდა ხანძარმა რომ დააზიანა სახლი, არ ინერვიულონო... ალბათ, ამაზე თავად იდარდა და ასეთი ტრაგიკული გადაწყვეტილება მიიღო“, – აცხადებს "პრაიმტაიმთან" მეზობელი.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ თერჯოლის მუნიციპალიტეტში 17 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევის ადგილზე ის დედამ ნახა. გამოძიება შსს-მ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×