სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.09.2019

     „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ტელევიზიას ინვესტორი ჰყავს და მის ვინაობას საზოგადოება მალე შეიტყობს:

    „ძალიან მალე ვიტყვით ამასაც, როდესაც „მთავარ არხს“ ახალი პარტნიორებითა და დამფუძნებლებით დავარეგისტრირებთ. ჯერჯერობით, იმ ფულს ვხარჯავთ, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ბევრი ხარჯი ნამდვილად არაა, რადგან წინასწარი გადახდები ცოტაა. რა თქმა უნდა, ინვესტორი ძალიან მალე გვეყოლება, რომელსაც გამოვაცხადებთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ტელევიზია, რომელსაც არ აქვს შემოსავლები, რეკლამები, გაყიდვები, ის შევინახოთ. სამწუხაროდ, ამდენი ფული არ გვაქვს, მაგრამ ცხადია, ინვესტორი გვეყოლება“, - ამბობს გვარამია.

    როგორც გვარამიამ „ჰოთნიუსს“ განუცხადა, სარეკლამო შეთავაზებები მათ უკვე აქვთ:

    „ცხადია, სარეკლამო შემოთავაზებები უკვე გვაქვს. პირდაპირ გეტყვით, ჩემი ამოცანაა, ძალიან მალე, არ ვიყო დამოკიდებული ინვესტორზე იმიტომ, რომ ფულის ჩარიცხვა კარგია, მარტივია, თან არ ნერვიულობ, მაგრამ რა თქმა უნდა, ფულის ჩამრიცხავს, შესაძლოა, რაღაც დროს, რაღაც ინტერესი გაუჩნდეს. არ მინდა, რომ ასეთი პრობლემაც კი შეიქმნას, ამიტომ ჩემი ამოცანაა, ძალიან სწრაფად, ნულოვან ბალანსზე გავიდე“.

    ("ჰოთნიუსი")

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (12.09.2019)
    ეს არხი ყოველწუთას არის გადასამოწმებელი,მისი ფინანსური მდგომარეობა,რადგან ნიკას ფინანსური თაღლითობები და მრავალსაფეხურიანი კომბინაციები უყვარს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×