სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.09.2019

     (რეზონანსი)ბაჰამის კუნძულების ავარიული სამსახურების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარიშხალ „დორიანის" შემდეგ დაკარგულად 2 500 ადამიანი ითვლება.

    BBC-ის ცნობით, ამ სტატისტიკის საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ დაღუპულთ რიცხვი გაიზრდება. გამოცემა წერს, რომ ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 50 ადამიანი იმსხვერპლა.

    ბაჰამელების 17% უსახლკაროდ დარჩა, - წერს CNN. კერძოდ, ქარიშხალ „დორიანის" შედეგად 70,000-მდე ადამიანმა თითქმის ყველაფერი დაკარგა. დანარჩენები, რომლებიც ქარიშხლის შემდეგ კუნძულსა და საკუთარ სახლებში მაინც რჩებიან, უსაფრთხოდ არ არიან.

    ქარიშხალი „დორიანი" ბაჰამის კუნძულებს 2 სექტემბერს დაატყდა თავს. აქამდე ცნობილი იყო, რომ სტიქიის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე ასეული კი დაკარგულად ითვლებოდა.

    ქარიშხალი „დორიანი" ახლა უკვე კანადის ახალი შოტლანდიის პროვინციაში მძვინვარებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×