რეზონანსი
11.09.2019

  ქუთაისში N5 საბავშვო ბაღი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა შენობაში შეღწევა სამზარეულოდან შეძლეს. წაღებულია სამზარეულოს დანადგარები და ტექნიკა, ასევე ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×