სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.09.2019

     (რეზონანსი)დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ თბილისის მერ კახა კალაძესა და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

    ლევან ხაბეიშვილის თქმით, მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა, რაზეც უარი უთხრეს. ხაბეიშვილი სხდომის დასრულებას დერეფანში ელოდებოდა, რათა დედაქალაქის მერს შეხვედროდა.

    მისი თქმით, კახა კალაძისგან აინტერესებდა, რატომ გამოიყო თანხა ბიუჯეტიდან მთავრობის სხდომათა დარბაზის გასარემონტებლად მაშინ, როდესაც ქალაქში ინფრასტრუქტურული პრობლემებია.

    „ბატონო კახი, კითხვების რატომ გეშინიათ? 153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებაში რატომ იხდით? გორგოლაჭებიანი სკამების ყიდვა რომ გინდათ, ნორმალურია? ბოდიში მოუხადეთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ გაყვლიფეთ ბიუჯეტი", - მიმართა ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს.

    თავის მხრივ, თბილისის მერმა ლევან ხაბეიშვილს მიმართა: „ვიდრე ​მთავრობის თითოეულ წევრს ბოდიშს არ ​მოუხდით, ​ვერ შემოხვალთ მთავრობის სხდომაზე და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    სიო- იციატუსს   (11.09.2019)
    კოზიოლ! ქართულად წერე თუ საერთოდ ქართველი ხარ. მაგრამ არ მგონია. დაშნაკი სააკიანის მიმდევარი ხარ გეტყობა. ქუნემ ბერანემ თუ რაღაც ამდაგვარი გეკუთვნის.

    ИНЦИТАТУС   (11.09.2019)
    Б-но Каладзе! Гипикриат имазе ром ситква гапарчакебули" тквензедац зедгамочрилиа?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×