სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.09.2019

    წუხელ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ერთმანეთს რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად დაუპირისპირდა. ჩხუბის დროს ქალი ძირს ეგდო, რომელსაც თავის არეში სისხლჩაქცევები ჰქონდა. დაშავებული ქალი პატრულის თანამშრომელმა აიყვანა და პირველადი დახმარება გაუწია. 

    ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა, სისხლიანი ხელსახოცები ეყარა. უცნობია რა გახდა ფიზიკური ანგარიშწორების მიზეზი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში "ტვ25-ს" უთხრეს, რომ პოლიციაში ჩხუბის ფაქტზე შევიდა შეტყობინება, მისამართზე მისულ პოლიციას კი ადგილზე დაშავებული მოქალაქეები არ დახვდნენ, თუმცა შეტყობინების საფუძველზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×