სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.09.2019

     

    (რეზონანსი) აკრძალვის მიუხედავად ნიკა მელია  ტელეკომპანია „​კავკასიაშია“. ამის შემდეგ კი ის ტვ პირველშიც მივა. 

    სტუდიაში შესვლამდე მელიამ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.

    „ზუსტად ვიცი, რომ ბოლო თვეებს ითვლის ივანიშვილის მთავრობა, რომელიც აცდა და სამართლებრივ სივრცეს კილომეტრებით გაცდა. ივანიშვილი გვინიშნავს პირად სტომატოლოგს ჯანდაცვის მინისტრად - ეს აიტანე, გვინიშნავს შსს მინისტრად პირად მცველს - ესეც აიტანე.

    ჩემთვის პროკურატურა არ არის პროკურატურა, ანტიკონსტიტუციურია ის მოთხოვნა, რომ დეპუტატს  აეკრძალოს სახლიდან გამოსვლა და ტელევიზიაში გადაცემებში მონაწილეობა. მე არ დამირღვევია მათი აბსურდული მოთხოვნა - ვაცნობეთ პროკურატურას გადაცემაში მონაწილეობის შესახებ და მოვიდა უარყოფითი პასუხი.

    მაშინ როცა პარლამენტში ვიჯექი და ველოდი სიტყვით გამოსვლის კუთვნილ დროს, პროკურატურისგან მქონდა თანხმობა, მიუხედავად ამისა, იმ დროს, პრობაციის სამსახურის წარმომადგენლები ჩემს სახლში მივიდნენ და ოქმი შეადინეს. განუცხადეს ჩემი ოჯახის წევრებს, რომ არ მქონდა სახლიდან გასვლის უფლება.

    გუშინწინ მოვიდნენ და მითხრეს, რომ სამაჯური დაზიანებების გამო უნდა შეეცვალათ და მათი ხელმძღვანელობა​ყელგამოღადვრით იხვეწებოდა, რომ სამაჯური ხელის ნაცვლად, ფეხის კიდურზე გამეკეთებინა. ახლა, ასე მოუნდათ. ფაქტია, რაღაც ხდება ქართულ ოცნებაში. მილიარდების პატრონ ივანიშვილს არ ვაპირებ დავემორჩილო. მას უნდა არც პოლიტიკური, იურიდიული, სოციალური, ეკონომიკური უფლებები მქონდეს, მაგრამ ასე ხომ არაა?

    მაქვს მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება. ვაკეთებ იმას კი არა, რისი უფლებაც მაქვს, არამედ - რისი ვალდებულებაც მაქვს“, - განაცხადა მელიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    Giorgi   (10.09.2019)
    Shen. MoGityan bozuri ojaxi she. Saakashvilis mutelo. ! She bozo. Vinme gcems pativs mtawmindaze chemi ubneli. Xar da ubanshi yvelas sheni dedis tyvna gvinda. ! Ubralod jer ar gexebit. Mere pastas vin gagagdebinebs xelidan. She dabadebidan nabozvaro !

    Merabi   (10.09.2019)
    Axla ukve dasasveneblad caxval 5-6 clit!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×