სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.09.2019

     (რეზონანსი) შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 20 თებერვალს დატოვებს.

    ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს.

    ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

    სასჯელის შთანქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის საზედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

    ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში" შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

    ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი შს მინისტრის საკნიდან გაყვანის ფაქტზე, ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლის დარღვევა დაადგინა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    მერი   (08.09.2019)
    ლინდა შენ უფრო გავხარ ეშმაკის მოციქულს ერთი შენ ჩანხარ ღირსეული და მეორე მერაბიშვილი.

    ლინდა   (07.09.2019)
    ეს მათხოვრები ყველა ღირსეულ ადამიანს ციხეში უშვებენ! არა უჭირს, მალე მაგათაც ვიხილავთ გლდანის სანაქებო ციხეში და რაც მთავარია მოპარული ქონების სრული კონფისკაციით. არ უნდა შერჩეთ ამ ეშმაკის მოციქულებს ამდენი უკიდეგანო პარპაში. დედა უნდა ეტიროთ!!!

    tatoo   (07.09.2019)
    2 წელს კიდევ დაუმატებენ და ამნისტიით გაუშვებენ საპრლამენტო არჩევნების შემდგომ


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×