სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    23.09.2009

    "სახალხო ბანკის" 91.218 პროცენტი ახლად დაარსებულმა საინვესტიციო ფოდმა "ლიბერტი ინვესტმენტმა" 15 მილიონ დოლარად შეიძინა. ფონდი კი, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, "საქართველოს ბანკის" ყოფილმა ხელმძღვანელმა ლადო გურგენიძემ და რუმინელმა ბიზნსმენმა დინუ პატრიჩიუმ ჩამოაყალიბეს. დინუ პატრიჩიუ რუმინეთის უმდიდრესი მოქალაქეა, იგი ასევე შესულია მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში. ის "რომპეტროლ ჯგუფის"-ის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენელია, ასევე, არის მედია ჯგუფის "ადევარულ ჰოლდინგის"-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
    "სახალხო ბანკის" ახალი მფლობელები ბანკის საბაზრო წილის გაორმაგებას გეგმავენ. ბანკის გენერალური დირექტორის ლადო გურგენიძის განცხადებით, ამ ეტაპზე "სახალხო ბანკის" წილი ბაზარზე 3.4 პროცენტია. სამომავლოდ დაგეგმილია წილის 7-8, მაქსიმუმ 10 პროცენტამდე გაზრდა.
    "მომავალი სამი წლის განმავლობაში ჩვენ გავაორმაგებთ ან მაქსიმუმ გავასამმაგებთ ბაზარზე ბანკის წილს. ამაზე მეტი შეუძლებელია ვინმემ გააკეთოს, ჩემი ჩათვლით, რადგან საბანკო სექტორი საქართველოში უკვე ჩამოყალიბებულია", - განაცხადა გურგენიძემ.
    რაც შეეხება ბანკის სტრატეგიას, ფოკუსირება კვლავ საცალო ბიზნესზე გაკეთდება, ასევე დაგეგმილია საბანკო მომსახურების სხვა სახეების განვითარებაც, ხარისხისა და პროდუქტების გაუმჯობესება. დინუ პატრიჩიუს განცხადებით, ახლად დაარსებული საინვესტიციო ფონდი სხვა ქვეყნებშიც აპირებს თანხების დაბანდებას, იქ, სადაც არსებობს ლიბერალური ეკონომიკა. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ფონდმა პირველი ინვესტიცია საქართველოში განახორციელა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter