სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.08.2019

     სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთში 24 წლის თორნიკე კუპრეიშვილი დაიხრჩო. ის სოფელ გეჯეთში ცხოვრობდა, მდინარე ტეხურაც ამავე სოფელთან მდებარეობს. შემთხვევა რამოდენიმე საათის წინ მოხდა.

    როგორც გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, თორნიკე ბანაობისას შეუძლოდ გახდა, სავარაუდოდ, მას გული გაუჩერდა და დაიხრჩო. 

    „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თორნიკეს მამა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. დედა კი, საზღვარგარეთაა წასული. ის სოფელ გეჯეთში მარტო ცხოვრობდა.

    შსს-ს ცნობით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×