სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.08.2019

     (რეზონანსი) „ზნაურის რაიონის სოფელ წნელისთან საწარმო „იუგოსტალკის" ზევით, ქართულმა ძალოვანმა უწყებებმა გაჭრეს ტყე, გაიყვანეს გზა, მოაწყვეს პოსტი და აღმართეს საქართველოს დროშა, რითიც დაარღვიეს სახელმწიფო საზღვარი", - განაცხადა ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის" დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა.

    მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთი" შექმნილი სიტუაციით უკიდურესად აღშფოთებული და შეშფოთებულია.

    „განსაკუთრებით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ ეს ხდება რუსეთის მიერ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების მორიგი წლისთავის და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის წინ, რომელიც 29 აგვისტოს არის დაგეგმილი", - განაცხადა ჯიოევმა.

    მან ხაზი გაუსვა, რომ იმ რაიონში შენიშნეს „პიკაპის" ტიპის ორი ავტომობილი და შავ ფორმაში ჩაცმული ადამიანები. ჯიოევის თქმით, სოფლის მცხოვრებლები „ძალიან შეშფოთებული არიან".

    მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის" მხარე ამ პროვოკაციის შეწყვეტას მოითხოვს.

    „ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს საქართველოში, ასევე ეუთოს და ველოდებით მათგან კონკრეტულ ნაბიჯებს და რეაქციას. სამხრეთ ოსეთის მხარემ არაერთხელ შესთავაზა საქართველოს ხელმძღვანელობას მოლაპარაკებების გამართვა საზღვრის დასაფიქსირებლად, მაგრამ თბილისი ჯიუტად უარზეა", - განაცხადა ჯიოევმა.

    აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „რესი" ავრცელებს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    თინა   (25.08.2019)
    რას წარმოადგენთ რომ არა რუსეთი ვირთხებივით გაიქცეოდით ვლადიკავკაზში.

    თავხედების აღლუმია რა!   (25.08.2019)
    საზღვრები დაუფიქსირე რუსეთს შენს მშობლიურ და ერთადერთ ოსეთთან,რომელის პროვოკაციული მეტსახელია"ჩრდილოეთ ოსეთი".

    თემო   (24.08.2019)
    ამ სირებს რო ვუჩივლოთ სადმე საერთაშორისო დონეზე არ გიბდათ ძვირფასო მთავრობავ? ზედმეტად აბლატავებთ

    lekso kutaisi   (24.08.2019)
    amas davajvi ulvahebze

    Azrze modit   (24.08.2019)
    Bedi sheni ro baybaydevi gparvelobs tore ulvashebit cxenzexar gamosabmeli.sheni amosagebi xma sadaa


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×