რეზონანსი
23.08.2019

 ჟურნალისტი სუზი მკრტიჩიანი კომპანია "იფქლის" პურის ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ პროდუქტში ჭიები იპოვა. იგი შესაბამის უწყებას მოქმედებისკენ მოუწოდებს.

"იფქლის პური, რამდენად უსაფრთხოა თქვენი თვალსაზრისით, გასაყიდი პური შიგნით მოხეტიალე "შავი ჭიებით". უკიდურესად უხარისხო, სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქციის შეძენა ისედაც გაზრდილ ფასში გვიწევს, რაც დამეთანხმებით, რომ კატასტროფაა.

პურში თავგვის, დანის, თმის, ძაფებისა და სხვა წვრილმანი ნივთების თუ არსებების პოვნას რატომღა შეგვაჩვიეთ?!

კონტროლი არ არსებობს ქვეყანაში? როგორ შეიძლება ახალი პური სავსე იყოს ამ გაურკვეველი არსებებით?

მსგავსი შინაარსის პოსტი ფს-ზე ბევრი მინახავს.. ზოგი გამინიუსებია და ზოგიერთ მათგანზე მიფიქრია - ინტრიგანია და ანტიპიარს აკეთებს...

დღეს კი, ამ საზარელი ფაქტის წინაშე თავად დავდექი. პურის ეტიკეტის მიხედვით, პროდუქტი კომპანია "იფქლს" ეკუთვნის და პასუხისმგებლობაც პირველ რიგში, მას ეკისრება! წარმოდგენაც კი მიჭირს, თუ რა პირობებში და რა ფქვილისგან მზადდება ეს პური..."

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×