სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.08.2019

     (რეზონანსი) „კურიერი სექტემბრიდან განახლდება" - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „იმედთან" სატელეფონო ინტერვიუს დროს განახლდება. ბიზნესმენი ამბობს, რომ მას არხი განვითარების კონკრეტული გეგმა აქვს და „რუსთავი 2" კვლავ კრიტიკული და ობიექტური ტელევიზია იქნება.

    „ჩვენ ვფიქრობთ ახალ კადრებზეც და ძველებზეც. ვიქნებით ობიექტური და კრიტიკული ტელევიზია, ძველი კადრებისთვისაც არის სამუშაო. მათ არ ექნებოდათ არანაირი შეხება და ვფიქრობ, რომ შანტაჟისა და ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. თუ მობრუნდებიან, ვიქნებით ბედნიერები, თუ არა და ახალს მოვძებნით", - აცხადებს ხალვაში.

    ბიზნესმენმა დღეს „რუსთავი 2"-ში მიმდინარე პროცესებზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. ხალვაში ამბობს, რომ ჟურნალისტებმა გუშინ ემოციური გადაწყვეტილება მიიღეს და მალე დარწმუნდებიან, რომ „რუსთავი2" ძველ ტრადიციებს არ უღალატებს და კრიტიკულ ტელევიზიად დარჩება.

    „რუსთავი 2" კურიერის გუნდმა თითქმის სრული შემადგენლობით დატოვა. არხის ყოფილმა დირექტორმა და ამჟამად „მთავარი არხის" ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს ახლადშექმნილ არხზე დასაქმება შესთავაზა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×