რეზონანსი
22.08.2019

 

ტანას ხეობაში ხანძარია. „ნიუპოსტის" კორესპონდნეტის ცნობით, ცეცხლი სოფელ საყავრეში, ტყის ქვედა საფარს უკიდია.

ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ კვამლი გორიდანაც კარგად ჩანს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულები არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება.

შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

პირველადი ინფორმაციით ცეცხლი გავრცელებულია ტყის ქვედა საფარზე და ეკალ-ბარდზე.

ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის ყველა სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციიის ვერტმფრენი" - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: ნიუპოსტი

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×