რეზონანსი
22.08.2019

  თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

"გავეცანით განჩინებას. მედავებიან, ვითომ ზიანი მივაყენე სახელმწიფოს, არადა მართალი ვარ. გეგმური შემოწმება იყო საგადასახადოდან და იმას მოჰყვა ეს საქმე. საერთოდ დღგ-ებს ამოწმებდნენ და მოვყევი მეც. ჩემი საქმე არის 2011-2013 წლებზე, მათ შორის, არის „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეც შიგნით, თუმცა სხვა მიმართულებით. ალბათ გაერკვევიან, 2011-2013 წლებში ჩვენ სახელმწიფომ წაგვართვა ქონება, როგორც ბიუჯეტის ვალი, მერე ხელმეორედ ვიყიდეთ და მაშინ წარმოიშვა ეს დღგ, დამიჯდა ზედმეტობა და ვიყენებდი. ახლა გაირკვა, რომ ეს არ არის სწორი. დღგ, რომელიც ზედმეტობაში იჯდა ვიყენებდი, რადგან უფლება მქონდა. მე ვიკითხე ფინანსთა სამინისტროში და ნება დამრთეს, რომ გამომეყენებინა" - აღნიშნა ბიზნესმენმა პროცესის დაწყებამდე.

ლაურა ღაჭავას გამოძიება საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით, სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენებას ედავება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით გულისხმობს.

წყარო: ნიუპოსტი

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×