რეზონანსი
22.08.2019

  ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის" დე-ფაქტო ხელისუფლებამ „დამოუკიდებლობის აღიარების" 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო, საქართველოსთან „საზღვრის" რამდენიმე დღით ჩაკეტვა გადაწყვიტა. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, 25 აგვისტოს, 20:00 საათიდან ე.წ. საზღვარზე მოქალაქეთა გამარტივებული გასვლის პუნქტებში ხალხის გაშვება შეწყდება.

„გამშვები პუნქტების ჩვეულებრივი მუშაობა განახლდება 27 აგვისტოს დილის 06:00 საათზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×