სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.08.2019

    ნინო ჭითანავა სოფელ კახათში მდებარე დედ-მამის სახლში დაბრუნდა. დედამთილის ქურდობისთვის ბრალდებულმა მამა გუშინ დაკრძალა. ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ მომხდარით მთელი სოფელი შეძრწუნებულია.

    „რა არ დააბრალეს საცოდავ გოგოს ქმრის დედამთილმა და ქმრის ბებიამ. მამა ძალიან ცუდად ყავდა, რომელ ერთზე ენერვიულა… თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად დედასთან წამოვიდა. ნინო ისეა გაზრდილი არაფერს ცუდს არ ჩაიდენდა. ქმრის ოჯახში რა ხდებოდა ეს მხოლოდ მათ იციან… სიმართლე ერთია, ნინოს ყველაფერი დააბრალეს. ძმაც შეძრწუნებულია მომხდარით, ახლა მგლოვიარენი არიან და არაფრის თავი არ აქვთ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა,“- აცხადებს „პრაიმტაიმთან“ ახლობელი.

    ჯერჯერობით უცნობია გააგრძელებს თუ არა ნინო ჭითანავა სამართლებრივ დავას. მისი ადვოკატი გვანცა შელია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ურთიერთობა მხოლოდ სასამართლო პროცესით შემოიფარგლა.

    ნინო ჭითანავას ქმრის ბებია ეთერ კაკულია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მის რძალთან ყველაფერი დამთავრდა.

    „ნუ მირეკავთ, 70 წლის ქალი ავადმყოფი ვარ, არ მინდა ამ თემაზე საუბარი, საკმარისია. დასრულდა ყველაფერი ჩვენს შორის. არავის არაფერს ვეტყვი,“- აცხადებს ეთერ კაკულიამ.

    შემთხვევა ზუგდიდში, რამდენიმე კვირის წინ მოხდა. რძალმა დედამთილს 7000 ლარამდე თანხა მოჰპარა. ქურდობის დროს სახლში ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა. რძალმა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანის გატაცებაც სცადა, რის შემდეგაც დედამთილმა დახმარებისთვის მეზობლებს და პოლიციას მიმართა. ნინო ჭითანავა სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ამოღებული თანხა კი დაზარალებულს სრულად დაუბრუნდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნინო ჭითანავას 3-წლიანი პირობით სასჯელი შეუფარდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ნონ   (22.08.2019)
    ადრევე უნდა წასულ იყო სახში გიჟებყან ეგ გოგოც გაგიჟდა ალბათ ნინოს ეშველება ბრალი იმ ორ გიჟს

    ანი   (22.08.2019)
    კი მაგრამ ის ბიჭი ფულს არ უგზავნიდა ცოლს ბავშვების შესანახად?ახლა შეინახოს ბავშვები სიდედრის ოჯახში.ამ ქალების გვერდით( დედა და ბებია)ოჯახში არ გამოვა მაგ ბავშვების ყოფნა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×