რეზონანსი
20.08.2019

  „პრაიმტაიმს" ადგილობრივებმა აცნობეს, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივზე გავრცელდა. მოსახლეობის თქმით, ცეცხლის ჩაქრობას ადგილზე რამდენიმე სახნძრო ბრიგადა ცდილობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვი სამსახურში „პრაიმტაიმს" განუმარტეს, რომ სოფელ ზემო კაჭრეთში სამაშველო სამსახურები უკვე მობილიზებულნი არიან და დამატებით, სახანძრო ბრიგადებს ელოდებიან თბილისიდან, ასევე სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებიდან. უწყების ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენიც.

წყარო: პრაიმტაიმი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×