რეზონანსი
20.08.2019

 "ჩემთვის მთავარი ხაზი გადის საინფორმაციოზე. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ დრომდე საერთოდ არ შეგვზღუდვია იმის თქმის უფლება, რაც ჩვენ გვინდა“, - განაცხადა „აიპრესთან“ საუბრისას ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

„რაც გვინდა იმას ვსაუბრობთ. „კურიერს” არც რიტორიკა შეუცვლია, არც ქუდი. არაფერი შეგვიცვლია. ყველაფერი ისეა, როგორც აქამდე იყო. საერთოდ ვერ ვხდები, რატომ უნდა დადგეს დღის წესრიგში ჩვენი წასვლის საკითხი. პირიქით, ვემზადები როგორ შევიდე ეთერში ახალი სეზონისთვის. თუ მოვა და გვეტყვის ვინმე, ხეების გადატანაზე ვაკეთოთ სიუჟეტი და ბიძინას ჭეშმარიტებაზე, მაშინ გამოდის, რომ სარედაქციო პოლიტიკას ცვლიან. ესე იგი, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მართლები ვიყავით და არანაირ ორ სუბიექტს შორის დავა არ არის, არამედ აქ მთავარი იყო რიტორიკა შეეცვალა არხს. სიმართლე გითხრათ ეს ჩვენ გვაწყობს“, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×