რეზონანსი
20.08.2019

 ზუგდიდის ცენტრალურ ბულვართან ავარიისას დაშავებული ქალი 30 წლის ნატო მანიაა. ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მისი გადაყვანა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში გახდა საჭირო.

დაშავებული ქალის ახლობელი აცხადებს, რომ ნატო ზუგდიდში ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა. მას სახლში ხანდაზმული მშობლები ჰყავს და დედისერთაა.

"მეუღლეს გაშორდა და მშობლებს ეს არჩენდა… დღეს ვიყავი საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობა აქვს… ექიმმა თქვა, თავში ფირფიტა უნდა ჩავუდგათო, ოპერაციისთვის ამზადებენ და მერე უკვე მის ორგანიზმზე არის დამოკიდებული, ვნახოთ", – განაცხადა ოჯახის ახლობელმა „პრაიმტაიმთან“.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ,,აუდის” მარკის ავტომანქანა დაეჯახა, როდესაც ის ცენტრალურ ქუჩას კვეთდა. შეჯახების შედეგად მან სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მძღოლი, რომელიც ქალს დაეჯახა 19 წლის ახალგაზრდაა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×