სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.08.2019

      საფეხბურთო აკადემიაში ყველა ბავშვისთვის სწავლება სრულიად უფასოა და არც ერთი მათგანი არ იხდის თანხას", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემია ავრცელებს. მათი ინფორმაციით. 15 წლის ფეხბურთელისთვის უარის თქმის მიზეზი აკადემიის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილება გახდა.

    „გვსურს, გამოვეხმაუროთ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემიამ ბავშვი მატერიალური სახსრების უქონლობის გამო არ მიიღო.

    ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზემოხსენებული ინფორმაცია საზოგადოებას მცდარ წარმოდგენას უქმნის რეალობაზე და სიმართელეს არ შეესაბამება - საფეხბურთო აკადემიაში ყველა ბავშვისთვის სწავლება სრულიად უფასოა და არც ერთი მათგანი არ იხდის თანხას!

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სრულად აფინანსებს მის დაქვემდებარებაში მყოფი სამი აკადემიის (რუსთავი, ლაგოდეხი, ზუგდიდი) მოსწავლეების ცხოვრებას, კვებას, ეკიპირებას, სამედიცინო კვლევებსა თუ დაზღვევას, ასევე გასვლით საწვრთნელ შეკრებებს და ზოგად საგანმანათლებლო პროგრამას, რომელსაც მოსწავლეები აკადემიაში ვარჯიშის პარალელურად გადიან. აკადემიის უმთავრესი მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით ტალანტების აღმოჩენა და შემდეგ პროფესიული ფეხბურთის მხარდაჭერაა.

    რაც შეეხება კონკრეტულად სამტრედიაში მცხოვრებ 15 წლის - ი.კ-ს, ის აკადემიაში შერჩევაზე დაახლოებით, ერთი წლის წინ იყო. უარის თქმის მიზეზი აკადემიის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილება გახდა და არა მატერიალური სახსრების უქონლობა.

    როგორც მოგეხსენებათ, ბავშვთა აკადემიებში სელექციის პროცესი სპეციფიური ტესტირებით მიმდინარეობს, პროცესი და კრიტერიუმები ყველაგან სხვადასხვა სახის შეიძლება შეგვხვდეს და თუ ბავშვი ერთი აკადემიის სასელექციო ნორმატივებს ვერ მოერგო, შესძალოა სხვაგან მოხვდეს - ეს ფეხბურთში ბუნებრივი პროცესია, როგორც პროფესიულ, ასევე ბავშვთა დონეზე" - წერია განცხადებაში

    შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15 წლის ფეხბურთელი ირაკლი კოპალეიშვილი საფეხბურთო აკადემიაში უსახსრობის გამო არ მიიღეს.

    „ეს ბავშვი არის ირაკლი კოპალეიშვილი სამტრედიიდან, 2004 წელს დაბადებული, მთელი სულით და გულით ფეხბურთზე შეყვარებული, ზუგდიდის საფეხბურთო აკადემიაში არ მიიღეს იმის გამო რომ პატრონი არ ჰყავს, ანუ ამ ბავშვის პატრონი ფიზიკურად მუშაობს სოფელში დღეში 10 ლარად რომ ოჯახი გამოკვებოს და ვის უნდა აკადემიაში ასეთი? ბავშვი ვერ იკვებება სწორი კვებით და ასე იკარგება ნამდვილი ტალანტები, არადა ესეთი გაჭირვებული ოჯახის შვილები მთელ სულს და გულს დებენ სპორტში რომ ასახელონ თავიანთი ქვეყანა და გულშემატკივარი, მაგრამ ვის უნდა უპატრონო? დღეს კი ეს ბავშვი კეთილი ხალხის დახმარებით ჭამს საჭმელს, აცვია ფორმა და ვარჯიშობს რომ იქნებ უპატრონოდ შეძლოს და მიაღწიოს თუნდაც მცირედს", - წერენ ქსელში.

    წყარო: ალია

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×