რეზონანსი
18.08.2019

18 აგვისტოს, დილით თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კლუბ მტკვართან ავარია მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად გარდაიცვალა მანქანის ორი მგზავრი, ერთი კი დაშავდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×