რეზონანსი
17.08.2019

 (რეზონანსი) დაზუსტებული ინფორმაციით, ახალუბნიდან 6 მამაკაცია გაუჩინარებული. თანასოფლელები აცხადებენ, რომ ისინი სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მიმდებარედ არსებულ სალოცავში აპირებდნენ ასვლას. მათივე განცხადებით, აღნიშნული ეკლესია საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარეობს, სადაც ხშირად გადაადგილდებიან შეიარაღებული ფორმიანები, ე. წ. მესაზღვრეები.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის, ამირან ქრისტესიაშვილის განცხადებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, 6 მამაკაცის ადგილსამყოფელია უცნობი.

„ყველა მათგანი ახალუბნის მცხოვრებელია. ვიცით, რომ იმყოფებოდნენ სასაფლაოზე და ეკლესიაში მოლოცვას აპირებდნენ. მას შემდეგ ვერც ერთ მათგანთან კონტაქტის დამყარება ვერ ხერხდება. ამ დროისთვის ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ყველა სახელმწიფო უწყება", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×