სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.08.2019

     (რეზონანსი) საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბნის განაპირას, 7 ადგილობრივი მამაკაცი გაუჩინარდა. გაუჩინარებულებს შორის ყველაზე უმცროსი 18 წლისაა.

    გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ერასტი ელიჯარაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უკვე ფლობენ და მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.

    "ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გაუჩინარებულია 7 ადგილობრივი. ყველა უწყებას მივაწოდეთ ინფორმაცია, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. ვიდრე დამატებითი ინფორმაცია არ გვექნება, დეტალებზე საუბარი რთულია", - განაცხადა ერასტი ელიჯარაშვილმა.

    „დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაგვაჩნია, თუმცა ვიცით, რომ ჩვენი სოფლის მცხოვრებლები, აღნიშნული პირები, ვისი ადგილსამყოფელიც ამ დროისთვის უცნობია, იმყოფებოდნენ ახალუბნის მიმდებარედ, წმინდა გიორგის სალოცავის სიახლოვეს. აქედან გამომდინარე, არსებობს ვარაუდი, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს. თუმცა ჯერჯერობით არავინ დაგვკავშირებია და ეს გახლავთ მხოლოდ დაუზუსტებელი ინფორმაცია", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ტარიელ ვათიაშვილმა.

    ამასთან, სოფელშიც აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, ახალუბნელები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებულები არიან.

    როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×