სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.08.2019

     (რეზონანსი) 17 აგვისტოს, ბორჯომში, სახალხო ტრადიციული დღესასწაული „ბორჯომობა 2019" აღინიშნება.

    საზეიმო ღონისძიებები 11:00 საათიდან დაიწყო და საღამოს 22:00 საათამდე გაგრძელდება.

    ბორჯომში, დაახლოებით 16:00 საათზე გაწვიმდა. სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, მაყურებლების ნაწილი ცენტრალური პარკიდან დეკორაციის ფერადი ქოლგებით წავიდა. მათივე ცნობით, ქოლგების შეგროვებაზე მერიის დასუფთავების თანამშრომლები ზრუნავდნენ.

    "ზოგს გამოართვეს ქოლგები უკან",-განუცხადებს ბორჯომის მერიაში.

    დილიდანვე, მერაბ კოსტავას სახელობის ბაღში დაიწყო შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდში, გეზრბენში, ჭადრაკში, ნარდში, აქვე განთავსდა ეთნოგრაფიული კუთხეები და მოეწყო კულინარიული კერძების მასტერკლასი.

    13:00 საათიდან კი, ცენტრალურ პარკში დაიწყო კონცერტი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით. აქვეა სამეწარმეო მარკეტი, წამყვანი წიგნის გამომცემლობების გამოფენები, საბავშვო კუთხეები და ფოტო გადაღებები.

    ღონისძიებას საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და გრანდიოზული გალა კონცერტი დაასრულებს.

    ღონისძიების ორგანიზატორია ბორჯომის მუნიციპალიტეტი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც დღესასწაულის თანადამფინანსებელიცაა.

    "ბორჯომობას" საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული სტუმრები და უცხოელი ვიზიტორები ესწრებიან.

    (sknews.ge)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×