რეზონანსი
17.08.2019

  ვითარება გუგუტიანთკარში - რუსმა ოკუპანტებმა ახალი საზღვარი გაავლეს და ადგილობრივებმაც საკუთარი სახლები აგურ-აგურ დაშალეს, გორის მერი, სოფელში კვლავ არ გამოჩენილა.

გავრცელებული ინფორმაციით, კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულებაშია და სავარაუდოდ შავ ზღვაზე ისვენებს.

გუგუტიანთკარში იმყოფებოდა გორის მაჟორიტარი დეპუტატი, იოსებ მაკრახიძე. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" წევრი ამბობს, რომ შესაძლოა გორის მერი საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად ის მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„თუ ქვეყანაშია, საქართველოშია, ამ ამბავს გაიგებდა და ჩამოვიდა და თუ ახლა საზღვარგარეთ არის გასული, შეიძლება არც იცის, არ ვიცი" - ამბობს იოსებ მაკრახიძე.

წყარო: ნიუპოსტი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×