სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.08.2019

      სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფება ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ოკუპაციაზე ხელისუფლება ინერტულია.მისივე თქმით, ის რაც დღეს ხდება, არის ომი სროლის გარეშე

    „გუგუტიანთკარში არის კვლავ 2008 წელი. გასროლის გარეშე ოკუპაცია გრძელდება. მოსახლეობა ცდილობს, დაიცვას საკუთრება, თითოეული გოჯი მიწა, თითოეული სახლი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ რომ აქ, ხელისუფლება შეიძლება ითქვას რომ ინერტულია. ხელისუფლებას სურს, რომ თვალი დავხუჭოთ ოკუპაციაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზული ტრაგედია ქართული საზოგადოების. ხელისუფლებას სურს, რომ არ დავინახოთ ის ოკუპაცია, ომი, რომელიც აქ გრძელდება. მართალია არ ხდება გასროლა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ომი თითოეული ამ ადამიანის ცხოვრებაში...

    მათთვის უმნიშვნელო არის ეს რამდენიმე სოფელი, თუნდაც რამდენიმე სახლი. შეიძლება ითქვას, რომ მათთვის არ არის ეს პრობლემა იმდენად სერიოზული, რომ ამის გამო გააღიზიანოს ოკუპანტი, მეზობელი სახელმწიფო." განაცხადა უჩა ნანუაშვილმ

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×