სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.08.2019

      რუსთავში, მდინარე მტკვარში 35 წლამდე ასაკის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

    ღამით კი მაშველები და პოლიცია მტკვრის ხეობის მონიტორინგს აწარმოებდნენ.

    35 წლამდე ასაკის მამაკაცი ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის ტერიტორიაზე, მდინარის ნაპირიდან გაუჩინარდა. მეთევზებმა ნაპირზე მისი ტანსაცმელი და პირადი ნივთები ნახეს. თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი მდინარეში შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

    დაკარგული მამაკაცის ვინაობაა უკვე დადგენილია.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×