სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.08.2019

     პირველი ჰოლივუდური ფილმის გადაღების შემდეგ, რომელიც მსოფლიო კინოეკრანებზე 2020 წლის სექტემბერში უნდა გამოჩნდეს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი ახალი პროექტების განხორციელებას ვარაუდობს. 

    "რამდენიმე დღეში გადაღებები დაიწყება. ეს იქნება პირველი პროექტი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ბევრი პროექტი კიდევ მოჰყვება. შემდეგ ფილმებზე უკვე A კლასის ჰოლივუდელი ვარსკვლავები ჩამოვლენ, რასაც მომზადება დასჭირდება", - ამბობს მიხეილ ხიდურელი. 

    რაც შეეხება სხვა მომავალ პროექტს, რამდენიმე მსხვილ ფილმზე კონსულტაციები ამ დროისთვის უკვე დაწყებულია. კომუნიკაცია "UNIVERSAL"-ის გარდა კიდევ რამდენიმე სტუდიასთან მიდის და საუბარი ფილმების გარდა, მაღალბიუჯეტიან სერიალებზეც არის. 

    "ზოგადად გართობის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა და ნელ-ნელა ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვან წილს იკავებს და მარტივი პროცედურების და მოქნილი გარემოს კომერციალიზაცია ხდება და რაც ყველაზე მთავარია ულამაზესი ბუნების, ლანდშაფტებისა და სიძველის კომერციალიზაცია ხდება. არ მგონია, რომ ფილმზე და სერიალზე უფრო ეფექტური სხვა მარკეტინგული საშუალება არსებობდეს და ფაქტობრივად გამოდის, რომ ჩვენთან იხარჯება ძალიან დიდი თანხა და ამავე დროს ჩვენ ვიღებთ უფასო მარკეტინგულ რეკლამას. ამიტომ არის ეს ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და არა მარტო ტურიზმის კუთხით",- ამბობს BMG-სთან მიხეილ ხიდურელი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×