სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.08.2019

     ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სპეციალურ მიმართვას აქვეყნებს:

    "1783 წელს როდესაც ერეკლე II-მ ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, ქართველთა ხელმწიფე ამ დოკუმენტში მოიხსენიება შემდეგი ტიტულატურით:

    "ხელმწიფე ივერიისა ქუეყანისა, ქართლისა და საქართუელოისა თავადთა და ყაბარდთოს ქუეყანისა, ჩერქეზთა და მთიურთა თავადთა და სხუათა მემკვიდრე და ხელმწიფე მფლობელი, კეთილნებობითა მეფე ქართლისა, მეფე კახეთისა, მემკვიდრე მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი, მთავარი ყაზახისა, მთავარი ბორჩალოსა, მთავარი შამშადილისა, მთავარი კახისა, მთავარი შაქისა, მთავარი შირვანისა, მფლობელი და მბრძანებელი განჯისა და ერევნისა".

    ტრაქტატის ტექსტში ერეკლე ბაგრატიონის ამ ტიტულარით მოხსენიება მიუთითებს იმაზე რომ რუსეთის მთავრობა სრულად აღიარებდა ქართველთა მეფის უფლებებს ჩამოთვლილ ტერიტორიებზე! აი, სულ ცხვირწინ უნდა უფრიალო ეს დოკუმენტი რუსებსაც და ჩვენს ზოგ-ზოგიერთ მეზობელსაც, ჩვენს დარდუბალობას კი "სამძღვარი არა აქვს", რადგან ტრაქტატი გვეზიზღება შიგ ჩახედვა არ გვინდა, არადა რამდენი რაღაცის გამოყენება შეიძლება ამ დოკუმენტში საჩვენოდ და ქართველთა სახეიროდ", - წერს კალანდია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ელენე მშვენიერაძე.   (18.08.2019)
    ჯერ ერთი, როგორ არ ვიხედებით, მაგრამ მეორე: რომც ჩაიხედო,ვერაფერი ბედენაა - წმინდა წყლის იურიდიული ნონსენსი, როგორც იტყვიან. - ყურს როგორც გინდა ისე მოაბამ და, სითაც გინდა იქით შეატრიალ-შემოატრიალებ!

    ლამზირა   (17.08.2019)
    შიგ ჩახედვა იმიტომ არ გვინდა ყოველთვის სხვებს ვადანაშაულებთ ყოველთვის ვიღაც თყუის ჩვენ ერთ ადგილს რომ არ ვანძრევთ და სხვას შევყურებთ ხეკებში ვინ გგვიკეთებს საქმეს აი ამიტომ არ ვიყენებთ იმ ტრაქტატს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×