რეზონანსი
17.08.2019

 “ტაბულას” დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში ბოკერიას თანაბერძოლ გიგი უგულავას ინიციატივაზე ემოციები ვერ დამალა:

გადაცემის წამყვანის კითხვაზე - გიგი უგულავამ არ გამორიცხა “პატრიოტთა ალიანსთან” კოალიციის გაკეთება იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილის დასამარცხებლად 3-4% დააკლდებათ და ირმა ინაშვილის პარტია თანახმა იქნება კოალიციაში შესვლაზე. ჩერგოლეიშვილის პასუხი ასეთია:

“კატეგორიულად არ ვეთანხმები უგულავას. როგორც ჩანს, არ იფიქრა და ისე თქვა ეგეთი რაღაცა. ეგრე სად არის უგულავამ გადაწყვიტოს, იქ სხვა ხალხიც არის იმ პარტიაში და იმათ არ ეკითხება? არ იფიქრა ალბათ და ისე თქვა, რომ ეფიქრა ასეთ რაღაცას არ იტყოდა.

გამიკვირდა. სულ სიურპრიზებს მახვედრებს ხოლმე ეთერში ეგ კაცი, საოცარ სიურპრიზებს მახვედრებს”, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×