სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.08.2019

     გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი 39 წლის პოლიციის პოლკოვნიკი აჩიკო (არსენ) ახალკაცი ოზურგეთში დღეს ადრე დილით განვითარებულმა მოვლენებმა დღის გმირად აქცია. პოლიციის პოლკოვნიკი თანამშრომლებთან გიორგი შარაშენიძესთან და მიხეილ გიგაშვილთან ერთად ახალშობილის სამძებრო სამუშაოების დასაწყებად ოზურგეთიდან სოფელ ძიმითისაკენ ადრე დილით, დაახლოებით 4 საათზე გაემგზავრნენ.

    ინფორმაცია მწირი არ იყო, ოზურგეთის მედალფას კლინიკაში იმყოფებოდა მელოგინე ქალი, თუმცა ნაყოფი მას თან არ ახლდა და ქალიც მის მშობიარობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ იძლეოდა. პოლიციელებმა დაადგინეს ქალბატონის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და ძიმითისაკენ ფანრებით შეიარაღებულები წავიდნენ:

    "სიბნელის გამო ძებნას ფანრებით ვახორციელებდით, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, როცა უკვე მთელი ტერიტორია შემოვლილი გვქონდა, მოგვესმა უმნიშვნელო, სუსტი ხმა, ამ ხმის მიმართულებით წავედით და ვნახეთ ბალახებში მიგდებული ახალშობილი, რომელსაც ბევრი მწერი და ჭიანჭველა ეხვია, გავასუფთავეთ ნაგავისაგან და ავიყვანე ხელში, ვიგრძენი რომ ბავშვი ძალია ცივი იყო, ბიჭები, თანამშრომლები გზას ფანრებით მინათებდნენ, რაც შემეძლო ჩავიხუტე რომ გამეთბო და წავიყვანეთ მანქანაში სადაც იმწამსვე გათბობა ჩავრთეთ" - იხსენებს მომხდარს "გურიის მოამბესთან" საუბარში ახალკაცი და აგრძელებს:

    "თავიდან ბიჭი გვეგონა, მაგრამ გოგო აღმოჩნდა და ვინაიდან აგვისტოა, მარიამობას ველოდებით დავარქვით მარიამი".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×