სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.08.2019

    ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია დააფუძნა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ახალ ტელევიზიას „მთავარი არხი“ ჰქვია.

    „მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი“, - წერს გვარამია 

    საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ტელევიზიის გენერალური დირექტორი, თვითონ ნიკა გვარამია იქნება, ხოლო დირექტორები - დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი. ფინანსური დირექტორის პოზიციას ირაკლი ნიჟარაძე დაიკავებს. 

    ამონაწერის მიხედვით ახალი ტელევიზიის, „მთავარი არხის“-ის 51%-იანი მეწილე ნიკა გვარამიაა, 49%-ის კი კახაბერ ანჯაფარიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მეგი   (17.08.2019)
    საინტერესოა ფული არ მაქვსო და უცებ 51%მეწილე გახდა😃

    ლინდა   (17.08.2019)
    გამარჯვებებს და წარმატებებს გისურვებ ნიკა! დარწმუნებული ვარ მთავარ არხზე მხოლოდ სიმართლეს მოვისმენთ! მოკლე ხანში არხის ეთერში გასვლას მოუთმენლად ველოდებით!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×