სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.08.2019

     (რეზონანსი) ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, პროტესტის ნიშნად გადასახადს აღარ გადაიხდის. მისი თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ სხვა ტელემაუწყებლებს სახელმწიფოს წინაშე ბევრი დავალიანება აქვთ, თუმცა საშუალება აქვთ, რომ თანხა ეტაპობრივად გადაიხადონ, რის საშუალებასაც "კავკასიას" არ აძლევდნენ.

    "მოკლედ, არ ვიხდი დღგ-ს მიმდინარე გადასახადს. მოდი აბა, დაველოდოთ და ვნახოთ, რამდენ დღეში დამედება ინკასო და რამდენ დღეში წაიღებს ბიუჯეტი სრულიად უკითხავად ჩემს ფულს ან რამდენ დღეში დამიყადაღებს მთელ ქონებას შემოსავლების სამსახური. ვნახოთ, ჩემზეც აუჩუყდება თუ არა ფინანსთა მინისტრს გული - გადასახადები რომ გადავახდევინოთ ერთბაშად მერე ტელევიზიას რა ეშველებაო, ხომ არ გაჩერდებაო. შედეგი კი ვიცი წინასწარ, მაგრამ გავერთობი ცოტას" - წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×