სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.08.2019

     სვანეთში, თეთნულდზე დაკარგულ სამ ტურისტს ეძებენ. ბელარუსი ტურისტების დაკარგვის შესახებ შეტყობინება 112-ში დღეს, საღამოს შევიდა. როგორც ცნობილია, სამივე ტურისტი ქალია. ორი მათგანი 60 წლამდე, ხოლო ერთი 36 წლამდე ასაკისაა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს, რომ სამი ტურისტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება და საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენიც ჩაერთვება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×